მთავარი

 

შპს „არქიმედეს ასისტანსი“ სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა. კომპანია 2011 წლის 20 მაისს დაარსდა. შპს „არქიმედეს ასისტანსის“ მიზანს ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ დაზღეულ პირთა ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება წარმოადგენს.

კომპანიაში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, სადაც მომხმარებლებისათვის ხორციელდება სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია, სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარება და სამედიცინო მომსახურების ორგანიზება. ცხელ ხაზზე დასაქმებულია 35-მდე სამედიცინო განათლების მქონე მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალი თანამშრომელი, რომლებსაც სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი როგორც არქიმედეს შიდა, ასევე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე.

მომსახურების ძირითად სფეროებს წარმოადგენს:

• შემომავალ ზარებზე დროული რეაგირება და მომხმარებლის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

კვალიფიციუი სამედიცინო კონსულტაციის გაწევა;

სამედიცინო შემთხვევების იდენტიფიცირება და სამედიცინო დახმარების ორგანიზება/მართვა;

ექიმ–სპეციალისტის ან სამედიცინო დაწესებულების შერჩევა, რეკომენადაცია;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახების ორგანიზება;

მომხმარებლისათვის დაზღვევის პირობებისა და ანაზღაურების შესახებ სრული ინფომაციის მიწოდება;

დაზღვეულ პირებთან დაკავშირება და მოთხოვნილი  ინფორმაციის მიწოდება;

დაზღვეული პირის სტაციონარში მოთავსება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

 

 შპს „არქიმედეს ასისტანსის“ ცხელი ხაზის ფუნქციონირების მთავარი მიზანია დაზღვეულებმა დროულად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და სწრაფი, ხარისხიანი და საიმედო მომსახურება კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.

თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი სიმდიდრეა! 

მთავარი  -   გალერეა  -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia