კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის » პირველი დახმარება მზით დამწვრობისას

ზაფხულში მზის აბაზანების მიღებისას დიდი რისკია, დრო სწორად ვერ გათვალოთ და კანი დაიწვათ,არ აქვს მნიშვნელობა, ზღვაზე იქნებით თუ მთაში, გარუჯვისას ერთბაშად ნუ მოინდომებთ შედეგს. 

დრო თანაბრად გაანაწილეთ და მზის აბაზანები ზომიერი ”ულუფებით” მიიღეთ. ასე ნამზეურიც უფრო ლამაზი იქნება და საკუთარ ჯანმრთელობასაც საფრთხეს არ შეუქმნით.
მზით დამწვრობისას სასწრაფოდ მიიღეთ გრილი აბაზანა. ეს დაგეხმარებათ კანის გაგრილებაში, შენელდება ანთებისა და შეშუპების პროცესი, დაგიამდებათ ტკივილი.

კანზე ნებისმიერი დამატენიანებელი საშუალება წაისვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც არაჟანი, ისე სპეციალურად მზის დამწვრობისთვის შექმნილი კრემი, რომელიც შეიცავს ალოეს, E ვიტამინსა და გვირილისა და კალენდულას ექსტრაქტებს. 

მთავარია, ყველა მანიპულაცია ფრთხილად და ნაზად ჩაიტაროთ. ზედმეტი დაწოლა საჭირო არ არის, ასე შეიძლება კანს უფრო მეტი ტრავმა მიაყენოთ.

თუ საერთოდ ცუდად იგრძენით თავი, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური პრეპარატები მიიღეთ. 

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia