კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის » პომიდვრის წვენი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს

ძნელია ვიზუალურად იმის გარკვევა, ადამიანის ორგანიზმს რომელი ვიტამინი აკლია, მაგრამ არის ერთი ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც იოლი ამოსაცნობია. ეს A ვიტამინია. დააკვირდით, რა დრო გჭირდებათ ადაპტაციისთვის, როცა სინათლიდან ბნელ ოთახში შედიხართ (მაგალითად, კინოთეატრის დარბაზში). თუ სიბნელეში საგნების გასარჩევად 6 წამზე ნაკლები გჭირდებათ, ე.ი. A ვიტამინის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდით; თუ 6 წამზე მეტი - მაშინ A ვიტამინის დეფიციტი გაქვთ. მის შესავსებად ყოველდღიურად 1 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი დალიეთ.

200 გრამი პომიდვრის წვენი 1 მილიგრამ კაროტინს შეიცავს (დღიური ნორმა 3,5 მილიგრამია). კაროტინი ორგანიზმში Aვიტამინად გარდაიქმნება. პომიდორში სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინიც ბევრია - C, B1, B2, B6, PP, K ფოლიუმის მჟავა, მინერალური მარილები. 

ის ასევე შეიცავს ცილებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, ასევე, ორგანულ მჟავებს, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მადას, ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო პომიდორი სამკურნალო და პროფილაქტიკურ კვებაში ფართოდ გამოიყენება. 

პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გაცხიმოვნების, მარილოვანი ცვლის დარღვევების დროს; კალიუმისა და C ვიტამინის შემცველობის გამო აუცილებელია ორსულთათვის. 

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia