კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის » ხურმა კიბოს რისკს ამცირებს და განსაკუთრებით, მწეველებისთვისაა სასარგებლო

ხურმა 500 სახესხვაობას ითვლის. მედიკოსები მას ჩინურ ატამსაც უწოდებენ. ჩინელები კი ამტკიცებენ, რომ "ნარინჯისფერი ნაყოფი მზის ენერგიით გვავსებს, კურნავს გულს და კვებავს მეხსიერებას". 

ხურმა დიეტური პროდუქტია. მას აქვს მატონიზებელი, შარდმდენი, ბაქტერიციდული ქმედებები, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამაღლებს შრომისუნარიანობას. ხურმა უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმსა და რკინას; უჯრედისები კი მასში ორჯერ მეტია, ვიდრე ვაშლში.

მასში ასევე ბევრია სხვა სასარგებლო ნივთიერებები, მათ შორის, ანტიოქსიდანტები - ნივთიერებები, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.

ხურმა ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას. ასე რომ, ორი-სამი ცალი ნაყოფით თავისუფლად შეიძლება შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება. ხურმის ამ თვისებას დიდი მნიშვნელობა აქვს გულის მანკით დაავადებულთათვის: ორგანიზმი ხურმის "შაქარს" გულის კუნთის საკვებად იყენებს; ამასთან, სისხლში გლუკოზის დონე პიკს არ აღწევს, როგორც ეს რაფინირებული შაქრის გამოყენებისას ხდება.

ხურმა საუკეთესო საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საკმარისია ყოველდღიურად 100 გრამი ხილის მირთმევა. ხურმა ბევრ კალიუმს შეიცავს. ვინც შარდმდენ პრეპარატებს სვამს, რომლებსაც ორგანიზმიდან კალიუმიც გამოჰყავს, მას პერიოდულად ამ ნივთიერების შემცველი პრეპარატის მიღებაც უწევს. 

ამის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლება, თუ რაციონში ვაშლსა და გარგართან ერთად ხურმასაც ჩართავთ. გარდა ამისა, შარდმდენი თვისება ხურმასაც აქვს. ეს მისი მთავარი თვისებაა, რის გამოც მას კარდიოლოგიაში სამკურნალო საშუალებადაც კი მიიჩნევენ.

გაციებისა და ხველების დროს ყელში გამოივლეთ 3,5 სუფრის კოვზ თბილ წყალში გაზავებული ერთი მწიფე ხურმის წვენი.

ხშირად ხურმას დიეტური კვების დროსაც უნიშნავენ. მისი ჟელესმაგვარი რბილობი უამრავ პექტინს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ბალასტური ნივთიერებების გამოდევნას. თუმცა მგრძნობიარე ყელის შემთხვევაში ნაყოფის მწკლარტე რბილობმა შეიძლება ლარინგოსპაზმი გამოიწვიოს.

სასარგებლოა ხურმა შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც, რადგან ნაყოფში შემავალი მაგნიუმი მნიშვნელოვნად აქვეითებს ქვების წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნატრიუმის მარილების გამოდევნას, ეს კი თირკმელებს განტვირთვაში ეხმარება.

ბეტაკაროტინსა და ვიტამინ A-ს, რომლებსაც ხურმა უხვად შეიცავს, ორგანიზმის კიბოსგან დაცვა შეუძლია. დამტკიცებულია: ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავგადაკლული მწეველებისთვის. ხურმა, ასევე, სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. 

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia