კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის » კიტრის წვენი – რევმატული ტკივილების წინააღმდეგ

 

კიტრი საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა, მას აქვს სხვა ძვირფასი თვისებებიც. სილიციუმისა და გოგირდის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, განსაკუთრებით – სტაფილოს, ისპანახისა და სალათის წვენებთან შერევისას, თმის ზრდასაც უწყობს ხელს.სტაფილოს წვენის მიღება კიტრის წვენთან ერთად მეტად კეთილ გავლენას ახდენს რევმატული დაავადებების დროს, რადგან ასეთი დაავადებები ორგანიზმში შარდმჟავას შეკავების მიზეზია.
კიტრის წვენი, ასევე, აუმჯობესებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელთაც კბილები და ღრძილები ვერა აქვთ რიგზე, მაგალითად, პიორეა ტანჯავთ.
ფრჩხილები და თმა განსაკუთრებთი საჭიროებენ კიტრის წვენში შემავალ ელემენტებს, რომლებიც ფრჩხილების დახლეჩა-დანაფოტებასა და თმის ცვენას აგვაცდენენ. 
ბევრი სახეობის კანის დაავადების დროს კარგი შედეგი მიიღწევა სტაფილოსა და სალათის წვენებდამატებული კიტრის წვენის რეგულარულად სმით. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ნარევისათვის ცოტაოდენი იონჯის წვენის დამატება მის ეფექტურობას შესამჩნევად ზრდის და აჩქარებს კიდეც.

 

 

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia