კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის » ოთხი წესი ჯანსაღი ღვიძლისთვის

 

ღვიძლი დაახლოებით ათჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე იმავე მასის ნებისმიერი სხვა კუნთი. ღვიძლი დღეში დაახლოებით 2000 ლიტრ სისხლს ატარებს, 350-ჯერ ფილტრავს მას. ის ჩვენი ორგანიზმის მთავარი გამწმენდი სისტემაა. გარდა ამისა, ღვიძლი წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუცილებელია ცხიმების გადასამუშავებლად.
ღვიძლს თვითაღდგენის უნიკალური თვისება გააჩნია. რამე ანთების, ტრავმის, მოწამვლის ან სხვა გადატანილი სტრესის შემდეგ შეუძლია კვლავინდებურად მწყობრში ჩადგეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ღვიძლს ყურადღება და გაფრთხილება არ სჭირდება.
მაშ ასე, რა არ უყვარს ღვიძლს?
- ჭამის დროს მაგიდასთან ხანგრძლივად ჯდომა – ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ჩვენთვის ესოდენ საყვარელ ქეიფებზე უარის თქმას, მთავარია, ხშირად იმოძრაოთ და ერთ ადგილზე დიდხანს არ იჯდეთ. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საჭმლის მონელების პროცესს.
- შემწვარი, ცხარე, შებოლილი, გაყინული საკვები, ალკოჰოლი და გაზიანი სასმელები.
- ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი – ამიტომ ამა თუ იმ წამლის მიღებამდე გაეცანით ანოტაციას, უმჯობესია, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.
- ენერგეტიკული სასმელები – მართალია, მათ ტონუსის ამაღლების უნარი აქვთ, მაგრამ ამასთანავე აქტიური ნივთიერებების მთელ კომპლექსს შეიცავენ. მათ მიეკუთვნება ვიტამინები, მინერალები, ნეიროსტიმულატორები და მსგავსი კომპონენტები.
ცალკე აღებული თითოეული ჩამოთვლილი კომპონენტი ჯანმრთელობას არ ვნებს, პირიქით, სასარგებლოცაა, მაგრამ მათი ერთად მიღება ღვიძლისთვის დიდი დატვირთვაა.

 

 

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia