კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის » თუ სიცხის საზომი გაგიტყდათ

 

ბავშვს დაუვარდა და გაუტყდა სიცხის საზომი, ვერცხლისწყლის ბურთულები დაცვივდა საწოლსა და იატაკზე. საშიშია თუ არა ეს ოჯახის წევრებისთვის? როგორ მოვიქცეთ?


ვერცხლისწყალი თხევადი მეტალია, რომელსაც აქვს საშიში, მომწამვლელი ორთქლი. მისი შეგროვება და იატაკიდან აღება ძნელია - შეხებისას ის პატარა ბურთულებად იშლება და მთელ ფართობს ედება, ცვივა იატაკის ნაპრალებში, ავეჯის, კედლების ნახეთქებში... მაგრამ მისი შეგროვება აუცილებელია, რადგან მისი აორთქლების შედეგად შესაძლოა მძიმედ მოვიწამლოთ.


როგორ შევაგროვოთ?
ოთახიდან, სადაც თერმომეტრი გატყდა, ყველა უნდა გაიყვანოთ. დაბალ ტემპერატურაზე აორთქლება ნელდება, ამიტომ თუ გარემოს ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე ოთახისა, სასწრაფოდ გააღეთ ფანჯრები. შემდეგ ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ფეხზე პოლიეთილენის პარკები ამოიცვით, სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ნიღაბი ან ბამბისა და ბინტისგან დამზადებული საფენი, დასველებული სოდიან ხსნარში ან ჩვეულებრივ წყალში. ვერცხლისწყლის ბურთულების შეგროვება დაიწყეთ ოთახის პერიფერიიდან ცენტრისკენ. სინათლე კარგად მიანათეთ იმ ადგილს, სადაც თერმომეტრი დაეცა. დაგჭირდებათ: ფუნჯი, თხელი მუყაოს ან ფოლგის ფურცელი, რეზინის ტუმბო ან ერთჯერადი შპრიცი, სველი გაზეთი, ბამბა, ნაჭერი. მოიქეცით ასე: მუყაოს ან ფოლგის ფუ­რცელი გამოიყენეთ აქ­ანდაზად. მოგროვილი ბუ­რთულები ჩაუშვით ცივი წყლით სავსე მინის ჭურჭელში. უფრო პატარები რე­ზინის ტუმბოთი ან შპრიცით შეაგროვეთ. ნაპრალებსა და ნახეთქებში ჩაცვენილ ბურთულებს დააყარეთ ქვიშა - ამის შემდეგ ფუნჯით უფრო ადვი­ლ­ად გადაიტანთ ფუ­­რცელზე. ყველა გამოყენებული ნივთი მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში, დაახურეთ თავზე, შეინახეთ სითბოსგან მოშორებით. იატაკი ჯერ სველი, გაწურული გაზეთით მოწმინდეთ, მერე - სოდიან-საპნიან წყალში დასველებული ტილოთი. ეს დარჩენილი ვერცხლისწყლის დაჟანგვას გამოიწვევს და ხელს შეუშლის აორთქლებას. ბურთულების შეგროვების შემდეგ ოთახი 2-3 საათით გაანიავეთ, ბოლოს დარეკეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურში და ჰკითხეთ, სად მიიტანოთ შეგროვილი ვერცხლისწყალი.


სრული ლიკვიდაცია
ყველაფერი, რასაც კი შეეხო ვერცხლისწყალი - სამოსი, საწოლი, ხალიჩა, ტილოები - გაახვიეთ პოლიეთილენის პარკებში და გაიტანეთ სახლიდან, მერე კი გასაუვნებლად ჩააბარეთ.


რა არ შეიძლება?
ვერცხლისწყლის ბურთულების შესაგროვებლად ნუ გამოიყენებთ მტვერსასრუტს - იქიდან გამომავალი თბილი ჰაერი თხევადი მეტალის აორთქლებას აჩქარებს. გა­რდა ამისა, მტვერსასრ­უტი თვითონვე ავრცელ­ებს მასში მოხვედრილი ვერცხლისწყლის ორთქლს. არ შეიძლება ვერცხლისწყლის ბურთულების ცო­ცხით შეგროვება - წვრილ ბურთულებად დაიფანტება და უფრო ძნელი შესაგროვებელი გახდება. ნუ გამოიყენებთ ნაჭერს! შესაძლოა, ბურთულები იატაკზე გაიგლისოს და მი­სი აკრეფა უფრო გა­ჭირდეს.

 

მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia