კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის

სიხარულის ჰორმონები

2013-06-13

არასასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში ყველას გვქონია. ამ დროს განწყობაც გვიფუჭდება. თუმცა განწყობა შესაძლოა უმიზეზოდაც წაგვიხდეს. ხშირია ასეთი რამ გაზაფხულობით, ასევე - გარდატეხის ასაკში... როგორ მოვერიოთ უგუნებობას? როგორ დავეხმაროთ შვილებს ასაკობრივი სირთულეების დაძლევაში? ამის შესახებ მანანა უბილავა გვესაუბრება.

დაწვრილებით ...

თმის მოვლა მელირების შემდეგ

2013-06-13

  

შეღებვის ყოველი პროცედურის შემდეგ, განურჩევლად მისი ტექნიკისა და საშუალებებისა, თმას სპეციალური მოვლა სჭირდება. მელირება თმის ფერის შეცვლის ერთ-ერთ ყველაზე დამზოგველ მეთოდს წარმოადგენს, თუმცა მისი ჩატარების შემდეგაც აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა. მელირების შემდეგ თმა კარგავს პიგმენტს, რაც ფიტავს მას, აშრობს და ამყიფებს. თმას ბუნებრივი სილამაზე და სიჯანსაღე რომ დავუბრუნოთ, მელირების შემდეგ თავი უნდა დავიბანოთ შეღებილი და მელირებული თმისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნით, რომლის მოქმედებასაც აძლიერებს იმავე სერიის ბალზამები და კონდიციონერები.

მელირებული თმის მოვლა შეღებისთანავე იწყება.

დაწვრილებით ...

ნიახურის ფესვები - მარადიული ახალგაზრდობის საწინდარი

2013-04-18

სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული და ათასნაირი მწვანილით მორთული სალათები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ვიტამინების მთელ ასორტს შეიცავს, მაგრამ ნიახურის ძირებს კერძების შესაკაზმავად ყველა როდი იყენებს. ჩვენ კი გირჩევთ: ხშირად გამოიყენეთ კერძებში ნიახურის ძირები. ეს მათ არაჩვეულებრივ გემოსაც შესძენს და თან თქვენს ჯანმრთელობასაც არგებს.

დაწვრილებით ...

თუ სიცხის საზომი გაგიტყდათ

2013-02-28

 

ბავშვს დაუვარდა და გაუტყდა სიცხის საზომი, ვერცხლისწყლის ბურთულები დაცვივდა საწოლსა და იატაკზე. საშიშია თუ არა ეს ოჯახის წევრებისთვის? როგორ მოვიქცეთ?


ვერცხლისწყალი თხევადი მეტალია, რომელსაც აქვს საშიში, მომწამვლელი ორთქლი.

დაწვრილებით ...

ალერგიული რინიტი

2013-01-31

რინიტი ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა, რომელთაგან, სხვა ალერგიული დაავადებების მსგავსად, დღეს განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ალერგიული რინიტი.

დაწვრილებით ...

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად

2013-01-31

ჰემოგლობინი რკინის შემცველი რთული ცილაა. მას სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები შეიცავს. ჰემოგლობინის მთავარი ფუნქცია ჟანგბადის შეკავშირება და ქსოვილებისთვის მისი მიწოდებაა. ფილტვების კაპილარებში შეკავშირებულ ჟანგბადს ჰემოგლობინი ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და უჯრედს აწვდის. სამაგიეროდ იქიდან ჟანგვითი და სხვა მეტაბოლური პროცესების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი გამოაქვს.

დაწვრილებით ...
მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia