CareersCareers FAQsFAQs

For Patients » თმის მოვლა მელირების შემდეგ

  

შეღებვის ყოველი პროცედურის შემდეგ, განურჩევლად მისი ტექნიკისა და საშუალებებისა, თმას სპეციალური მოვლა სჭირდება. მელირება თმის ფერის შეცვლის ერთ-ერთ ყველაზე დამზოგველ მეთოდს წარმოადგენს, თუმცა მისი ჩატარების შემდეგაც აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა. მელირების შემდეგ თმა კარგავს პიგმენტს, რაც ფიტავს მას, აშრობს და ამყიფებს. თმას ბუნებრივი სილამაზე და სიჯანსაღე რომ დავუბრუნოთ, მელირების შემდეგ თავი უნდა დავიბანოთ შეღებილი და მელირებული თმისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნით, რომლის მოქმედებასაც აძლიერებს იმავე სერიის ბალზამები და კონდიციონერები.

მელირებული თმის მოვლა შეღებისთანავე იწყება. 48 საათის განმავლობაში არ დაიბანოთ თავი. ეცადეთ, იშვიათად გამოიყენოთ ფენი, სიცივეში დაიხურეთ ქუდი, ხოლო ცხელ, მზიან ამინდში ერიდეთ მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას. თერმობიგუდები და პლასტმასის ბიგუდები სჯობს შევცვალოთ რბილი მასალისგან დამზადებული დასახვევი საშუალებებით, მაგალითად პოროლონის ბიგუდებით. მელირებული თმა შიგნიდან რომ გამოვკვებოთ და გამოვაჯანმრთელოთ, აუცილებელია, კვირაში 2-ჯერ დავიდოთ სპეციალური ნიღაბი.


ხილის ნიღაბი
ნახევარი გრეპიფრუტი, ერთი ცალი კივი, ბანანი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად ავურიოთ. შევიზილოთ თმაში, გავაჩეროთ 15 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.


ბალახების ნიღაბი
თითო ჩაის კოვზი მრავალძარღვას, ქრისტესისხლას, სალბის, ჭინჭრის, თავშავას ნარევს დავასხათ ცოტაოდენი მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ერთი საათი, დავამატოთ A და E ვიტამინები, კარგად ავურიოთ და წავისვათ თმაზე. მოვიხვიოთ თბილი პირსახოცი, ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ.


ხაჭოს ნიღაბი
ავურიოთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ხაჭო და მაიონეზი, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი, კარგად ავურიოთ, წავისვათ თმაზე და 20-40 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ.


კვერცხისა და ხაჭოს ნიღაბი
1 კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი ხაჭო, ნახევარი ჩაის ჭიქა ლუდი და კარგად ავურიოთ. წავისვათ თმის მთელ სიგრძეზე, გავიჩეროთ 40 წუთი და ჩამოვიბანოთ. ეს ნიღაბი შეიძლება წავისვათ 2 კვირის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს.


ქიმიური დახვევისა და ბიოდახვევის შემდეგ
ისეთი კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ, როგორიც არის ბიოდახვევა და ქიმიური დახვევა ანუ კარვინგი, თმა შეიძლება გამოშრეს ან ბზინვარება დაკა­რგოს.


როდის დავიბანოთ თავი
თმის დახვევის შემდეგ, განურჩევლად იმისა, რომელი ტექნოლოგიით ისარგებლეთ, რეკომენდებული არ არის თავის დაბანა 2 დღე. თავი დაიბანეთ რბილი, დამატენიანებელი და მკვებავი შამპუნით. თმის მოსავლელად გამოიყენეთ არა მარტო ბალზამი, არამედ დამატენიანებელი ნიღაბიც.


როგორ გავიშროთ თმა
თმის გაშრობისას ისარგებლეთ ფენის დამზოგველი რეჟიმით. თუ ვარცხნილობის გაკეთება გინდათ, გამოიყ­ე­ნეთ ფენი დიფუზორით. ნუ გამოიყენებთ თმის უთოს. ეცადეთ, თმა მოარიდოთ მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას. დასავარცხნად გამოიყენეთ მეჩხერკბილება სავარცხელი.


შეიძლება თუ არა დახვეული თმის შეღებვა?
გააჩნია, როგორ ჩაიარა დახვევის პროცედურამ, რომელი ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. ქიმიური დახვევის შემდეგ, თუნდაც თმამ ის კარგად გადაიტანოს, უმ­ჯო­ბესია შეღებვას ერიდოთ - ამან შესაძლოა თმა მეტისმეტად გამოაშროს და გააფუჭოს. თუ გინდათ, თმას განსხვავებული ელფერი მისცეთ, გამოიყენეთ ბუნებრივი და უვნებელი საშუალებები: ქერა თმისთვის - გვირილის ნაყენი, წაბლისფერისთვის - ინა. თუ ქიმიურმა დახვევამ საერთოდ არ დააზიანა თმა, შეიძლება გამოიყენოთ დამზოგველი ელფერის მიმცემი ბალზამი. ბიოდახვევის შემდეგ თმა, წესით, არ უნდა დაზიანდეს, ამიტომ რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ შეიღებოთ. სასურველია, ისარგებლოთ საღებავებით, რომლებიც ნაკლებ ამიაკს შეიცავს.  თუ ბიოდახვევის შემდეგ თმა გახდა მშრალი, მყიფე, უმჯობესია, ჯერ გავიაროთ თმის აღდგენითი კურსი, მერე კი შევიღებოთ იგი.

 

 

Home  -   About Us  -   Our Clinics  -   Media Center  -   For Patients  -   Contact Us  
Facebook
© 2011 - 2024 "Archimedes Clinic" - All Rights Reserved
Artmedia