კარიერაკარიერა ხშირი კითხვებიხშირი კითხვები

პაციენტებისათვის

ფორთოხლის წვენი ხელს უშლის ცხიმიანი და კალორიული საკვების მავნე ზეგავლენას

2013-01-14

 

საკვებში ფლავონოიდების შემცველი პროდუქტების გამოყენება ანეიტრალებს ფასტ-ფუდით და არაჯანსაღი საკვებით გამოწვეულ დაჟანგვით სტრესს და ანთებას და ხელს შეუშლის სისხლძარღვებს დაზიანებას.
თავისუფალი რადიკალები ან ჟანგბადის აქტიური ფორმები, როგორც ცნობილია, იწვევს სისხლძარღვების ანთებას და თავის უარყოფით როლს თამაშობს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკის ზრდაში.
დაწვრილებით ...

რამდენიმე ფინჯანი ყავა დაგვიცავს დიაბეტისაგან და იმუნური პრობლემებისაგან

2013-01-14

 

მრავალი ადამიანი მთელ მსოფლიოში დილას იწყებს ფინჯანი ცხელი ყავის დალევით. თუმცა ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ეს სასმელი შეიძლება მავნე იყოს გულით დაავადებულებისათვის. როგორც ამერიკის კვების საზოგადოების კლინიცისტები ამბობენ, ყავა შეიცავს რამოდენიმე მიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას (მაგ. კალციუმს), ასევე ასობით პოტენციურად ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთს, როგორიცაა მაგ. პოლიფენოლები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
დაწვრილებით ...

ოთხი წესი ჯანსაღი ღვიძლისთვის

2013-01-14

 

ღვიძლი დაახლოებით ათჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე იმავე მასის ნებისმიერი სხვა კუნთი. ღვიძლი დღეში დაახლოებით 2000 ლიტრ სისხლს ატარებს, 350-ჯერ ფილტრავს მას. ის ჩვენი ორგანიზმის მთავარი გამწმენდი სისტემაა. გარდა ამისა, ღვიძლი წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუცილებელია ცხიმების გადასამუშავებლად.
დაწვრილებით ...

თუ რადიკულიტი გაწუხებთ

2013-01-14

 

რადიკულიტის დროს აუტანელი ტკივილის დაძლევაში პირშუშხა დაგეხმარებათ. რადიკულიტისა და ოსტეოქონდროზის დროს ძალიან ეფექტურია პირშუშხასა და ვაშლის ნარევი:
თანაბარი რაოდენობის ვაშლი და პირშუშხა სახეხზე გახეხეთ და მიღებული ფაფა მტკივან ადგილზე დაიდეთ. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს რეცეპტი ეფექტურად მოქმედებს ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ნევრალგიის, ართრიტებისა და თავის ტკივილის დროს.
დაწვრილებით ...

როგორ ვებრძოლოთ სურდოს?

2013-01-14

 

სურდო დაავადების სიმპტომია და არა დაავადება. მას ძირითადად გაციება იწვევს. ადამიანი ყოველ 60 წამში 16-18 ჩასუნთქვას აკეთებს. ჰაერში კი უამრავი მტვერი, ალერგენი, ბაქტერია და ვირუსია. მათგან დაცვის პირველი ბარიერი ცხვირია. ჩვეულებრივ პირობებში ეს უკანასკნელი კარგად უმკლავდება ჰაერში შემავალ უამრავ საშიშროებას, მაგრამ გაციებისას ცხვირის დამცველი მექანიზმი ვეღარ ებრძვის 200-ზე მეტი დასახელების რესპირატორული ვირუსის მასობრივ შემოტევას.
დაწვრილებით ...

შოკოლადი გულის დაავადებებისა და ინსულტის წინააღმდეგ

2013-01-14

 

მეცნიერთა თქმით, ყოველდღიურად ერთი ფილა შოკოლადის მიღება გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს 39%-ით ამცირებს.
რვაწლიანმა კვლევამ, რომლის პროცესში მეცნიერები აკვირდებოდნენ 35-დან 65 წლის ასაკში მყოფ დაახლოებით 30 000 ადამიანს, დაადასტურა წინასწარი მცირე კვლევის შედეგები კაკაოს პროდუქტების ჯანმრთელობისათვის სარგებლიანობის შესახებ.
კაკაოს მარცვლები შეიცავს ფლავონოლებს, რომელიც, როგორც ცნობილია, ზრდის სისხლში აზოტის ჟანგის შემცველობას და აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებას.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტებისა და კაკაოს უფრო მაღალი შემცველობის გამო შავი შოკოლადი უფრო სასარგებლოა, ვიდრე რძე ან თეთრი შოკოლადი.
დაწვრილებით ...
მთავარი  -   ჩვენ შესახებ  -   ჩვენი კლინიკები  -   მედია ცენტრი  -   პაციენტებისათვის   -   კონტაქტი  
Facebook
© 2011 - 2024 "არქიმედეს კლინიკა" - ყველა უფლება დაცულია
Artmedia