Home

მთავარი



კომპანია
კომპანია PDF ბეჭდვა ელფოსტა

არქიმედეს გლობალ ჯორჯიამმხოლოდ 2007 წლის დეკემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა იგი დაკომპლექტებულია კადრებით, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპისა და ამერიკის სადაზღვევო კომპანიების მართვაში. არქიმედეს გლობალ ჯორჯიაწარმოადგენს კომპანიას, რომლის ოპერირების ძირითადი სფერო ჯამრთელობის დაზღვევის მომსახურებაა.

ჩვენი კომპანიის სტრუქტურა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კომპანიის მენეჯმენტი სრულად იყოს ჩართული პარტნიორი კომპანიისა თუ ფიზიკური პირის სადაზღვევო მოთხოვნილების ჩამოყალიბებასა და მათ გადაწყვეტაში. “არქიმედეს გლობალ ჯორჯიადაფუძნებულია კლიენტურის კვალიფიციურად და სწორად მომსახურების პრინციპებზე. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენ ვხელმძღვანელობთ პასუხისმგებლობის მაღალი დონით, მოთხოვნების სწორი ჩამოყალიბებით და მაღალი ხარისხის მომსახურების პრიორიტეტით. ჩვენი საქმიანობა არის უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ დაზღვევა, ეს არის ჩვენ კლიენტებთან პარტნიორული და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

მოგახსენებთ, რომ კომპანიის დამფუძნებელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის ებრაული კომპანიაარქიმედეს გლობალი. აღნიშნული კომპანია არის ლიდერი ებრაულ ჯამრთელობის დაზღვევის ბაზარზე და ისრაელის 7 მილიონიანი მოსახლეობის 57%-იან პორთველს მართავს, რაც 4 მილიონ ადამიანს შეადგენს. სწორედ ამ გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქართულ მოსახლეობას შევთავაზოთ ევროპული ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა შევთავაზოთ ჩვენ დაზღვეულებს, მკურნალობა მსოფლიოში, უნიკალური ტექნოლოგიებით ცნობილ და მაღალ ხარისხიან ებრაულ სამედიცინო დაწესებულებებში.

ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ მსოფლიო მედიცინის მიღწევების უშუალო მომხმარებელი და გაიუმჯობესოთ თქვენი ჯამრთელობა.